გორის მერია: სათემოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სათემოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.

,,პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატოროები, სადაწნეო კოშკი, გამანაწილებელი ქსელი, სანიტარიული ღობე და ინდივიდუალური მრიცხველები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 200 -ზე მეტი ოჯახი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.

სამუშაოები, გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გარდა შინდისისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს კიდევ 9 სოფელში – შინდისში, ერგნეთში, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები