ონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ფარახეთის და გომის თემში იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
ფარახეთის თემში სოფელ სევაში, შარდომეთსა და ჭიბრევში მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა, სოფელ ფარახეთში შიდა საუბნო გზების მოწასრიგება, ხოლო ახალ ჩორდში სანიაღვრე არხების მოწყობა.
გომის თემში პრიორიტეტულ პროექტებად სოფელ გომში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ჯინჭვისში კი, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები