ზუგდიდში ნაწულუკუს უბანში ხანძარია (ფოტო)

ზუგდიდში, ნაწულუკუს უბანში ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გამოძახებულია დამატებითი დამხმარე ძალებიც.
როგორც “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა და ძიერი ქარის გამო მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები