ხელვაჩაურში ე.წ. ,,ოცნების ქალაქში” სახლი დაიწვა

ხელვაჩაურში ე. წ. ,,ოცნების ქალაქში” სახლი დაიწვა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. გოგიტიძეების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო სანსახურის ორი ჯგუფი, ასევე ექსპერტ-კრიმინალასტები. ოჯახის წევრების თქმით, ხანძარი, ერთი საათის წინ, აივანზე გაჩნდა. ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რემაზ ჯინჭარაძის განცხადებით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დახმარებას აღმოუჩენს.

“მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ტერიტორიაზე თვითნებურადაა ჩასახლებული, დახმარებას აღმოვუჩენთ მაქსიმალურად მოკლე დროში. ოჯახში ორი მცირედწლოვანია, ღია ცის ქვეშ ვერ დავტოვებთ, შევისწავლით, გავეცნობით და რითაც იქნება შესაძლებელი დავეხმარებით”,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები