ჩხოროწყუს მერია: ჯუმბერ იზორია მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერას აგრძელებს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ იზორია მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერას აგრძელებს. ინფორმაციას ჩხორუწყუს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით,მერმა ამჯერად საკუთარი სახელფასო ფონდიდან თანხა მორიგ ხუთ მრავალშვილიან დედას გადასცა.
მერი მრავალშვილიან დედებს მერიაში შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
„განსაკუთრებულ მადლობას გიხდით იმ მნიშვნელოვანი მისიისთვის, რომელსაც თითოეული თქვენგანი ასრულებთ. მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი საზოგადოების სიმტკიცისა და ჩვენი ერის გამრავლების საფუძველია. თქვენი შრომა, პასუხისმგებლობა და თავდადება განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ვეცდები თქვენს მხარდაჭერას და გვერდით დგომას, რათა თითოეულ ოჯახს კიდევ უფრო მეტი თანადგომა და ყურადღება ჰქონდეს” – აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ შეხვედრისას.
მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი სახელფასო ფონდიდან პერიოდულად ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს.
გარდა მერის პირადი ინიციატივისა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას.