იმერეთის რეგიონი 2020 წელს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი და და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში – ზვიად შალამბერიძე, DMO იმერეთის ხელმძღვანელ ტატო ლილუაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ და 2019 წელს განხორციელებული პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე 2020 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2020 წლიდან ემატება ახალი ტერმინალი, იგეგმება ფრენების რაოდენობის გაზრდა, რაც რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.