საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ბათუმში საზეიმო მსვლელობით აღინიშნა

ბათუმში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა აღინიშნა. აჭარის მთავრობის ინიციატივით, სასულე ორკესტრი 6 მაისის პარკიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მსვლელობით მივიდა. მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები საქართველოს ჰიმნის ფონზე აღმართეს. დროშები უმაღლესი საბჭოს ახალ სკვერში აღიმართა.

,,ბათუმში ახალგაზრდების ინიციატივით დღე დავიწყეთ საინტერესოდ. რამდენიმე დღის წინ საქართველო გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც ეხება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ამ გზას გავაგრძელებთ და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, –  განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები