აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის — კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა. ინფორმაციას აბაშის მერი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მწერლის შვილიშვილთან, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, იასონ კიზირიასთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მდებარე კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და დიდი მწერლის ხსოვნას პატივი მიაგო.

“ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სადღესასწაულო ღონისძიებების მთავარი ნაწილი სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გაიმართა. დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმში არსებული ექსპონატები, გაცნობოდნენ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს.

სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე ეთნოგრაფიულ სახლში, ექსპოზიციებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

„კონსტანტინეობა“ კონცერტით დასრულდა, რომელშიც მგალობელ – მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი” და ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები