გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილა.
“საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სასკოლო ფორმების შემოღება, სახელმძღვანელოების განახლება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია მშობლების მაქსიმალური ჩართულობა და მათგან მიღებული უკუკავშირის მიღება, რაც პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევის და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.