ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტი – „უნარების განვითარების გზით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა მოთხოვნად მიმართულებებში” – წარმატებით დაასრულა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, UNESCO-ს მხარდაჭერით, პროექტი – „უნარების განვითარების გზით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა მოთხოვნად მიმართულებებში” – წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული 60-საათიანი ტრენინგ-კურსი გრაფიკული დიზაინის, ვებ-დიზაინისა და IT ტექნოლოგიების მიმართულებით, 85-მა მსმენელმა წარმატებით გაიარა. პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პროფესიული და ენობრივი უნარების გაძლიერებას, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ გრაფიკული დიზაინის, ვებ-დიზაინისა და IT ტექნოლოგიების მიმართულებით კურსის გავლა ჟვანიას სკოლაში კვლავ შესაძლებელია ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები