მარიამ ლაშხმა და დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში: „ოჯახი არის სახელმწიფოსა და ქვეყნის საფუძველი” მონაწილეობა მიიღეს.

მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საძირკველია.

„მიხარია, რომ დღევანდელ დღეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთად აღვნიშნავთ. იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ „ოჯახი არის მცირე ეკლესია” და ეს მართლაც ასეა. ოჯახში გაერთიანებულია ის ძირითადი ფესვები, რომელიც შემდგომ ქმნის ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ ამ ეროვნული თვითშეგნებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ – პარლამენტში შევიმუშავეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სადაც გაწერილია თუ რა უნდა უზრუნველყოს ჩვენმა ზოგადი განათლების სისტემამ. ზოგად განათლებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღვზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რომლებსაც თვითშეგნება ექნებათ ეროვნული და პატრიოტული”, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლით ღირებულებითი განათლების პროგრამის შექმნა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და აღვივებს იმ გრძნობას, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და მომავალი თაობებისათვის.

პარლამენტის წევრებმა ასევე დაათვალიერეს მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიერ ოჯახის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები