გომელაური გაფრინდაშვილზე: შეგვპირდნენ და გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას

შეგვპირდნენ და გამოუშვებენ ვაჟა გაფრინდაშვილს, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

“ჩვენ გვაქვს კონტაქტი. ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ხაზგასასმელია, რომ ეს ადამიანი არის ექიმი და არა მებრძოლი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს გამოუშვებენ. თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებულები ვართ. რაც უნდა ცხელი ომი იყოს, ექიმის დაკავება მსოფლიოში არსად არ შეიძლება და უშვებენ. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ და გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები