საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი – სად უფრო სწრაფად იზრდება ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.1 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 4.6 %-ით გაიზრდება და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება მომავალ 2020 წელს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება.
გაცილებით უარესი მაჩვენებლები აქვს აზერბაიჯანს. ამ ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ- ოქტომბერში აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.1 %-ით გაიზარდა და მშპ-ს მოცულობამ 65 მლრდ 415,1 მლნ მანათი ( 38 მლრდ 480 მლნ დოლარი) შეადგინა. აზერბაიჯანის ხელისუფლების წინასწარი პროგნოზით, საერთო ჯამში აზერბაიჯანის ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.3 %-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.3 %-ით ხოლო 2021 წელს 2.1 %-ით გაიზრდება.
ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს სომხეთს. ოფიციალური მონაცემებით,მიმდინარე წლის 3 კვარტლის განმავლობაში მშპ-ს ზრდამ 30.6%, ხოლო წლის 7.9 % შეადგინა. 2019 წლის ცხრა თვეში სომხეთის მშპ-ს მოცულობამ 9.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
მიმდინარე წლის 9 თვეში 2.9 ათასი დოლარიდან 3.2 ათას დოლარამდე გაიზარდა მშპ-ს მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე. სომხეთის მთავრობის პროგნოზით, 2019 წელის ბოლოსათვის სომხეთის ეკონომიკა 6.7-7.2 %-ით გაიზრდება. რაც შეეხება მომავალ წელს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა 5.1 %-ით გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფომდი სომხეთოს მშპ-ს 4.5 % ზრდას პროგნოზირებს. აღსანიშნავია ისიც,რომ სომხეთის 2019 წლის ბიუჯეტო მშპ-ს 4.9 %-იან ზრდაზეა გათვლილი.