ოპოზიციამ მერაბ ქვარაიას ბიუროს კარს ბოქლომი ვერ დაადო
ზუგდიდში მერაბ ქვარაიას მაჟორიტარულ ბიუროს კარზე ოპოზიციის მიერ ბოქლომის დადების მცდელობას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროს ოფისის კარზე ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა მერაბ ქვარაიას მხარდამჭერებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
მერაბ ქვარაიას ბიურო ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულზე მდებარეობს.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, შენობის კარი ცოცხალი კორდონით, ჩაკეტეს და იქ შესვლის საშუალება აქციის მონაწილეებს არ მისცეს, რადგან მათი განცხადებით, ბიბლიოთეკით მოსარგებლე მოქალაქეებს შეუშლიდნენ ხელს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სცადეს ადგილობრივი მაჟორიტარი-დეპუტატების ბიურიების დალუქვას, თუმცა მათ ამის საშუალება არსად მიეცათ.