გიორგი სოსიაშვილი: მსოფლიომ ნახა, დანიაში როგორ დაერივნენ მომიტინგეებს – მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში უნდა მივუშვათ ყველაფერი და ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს ინსტიტუტები
“მსოფლიომ ნახა, დანიაში როგორ დაერივნენ მომიტინგეებს – მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში უნდა მივუშვათ ყველაფერი და ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს ინსტიტუტები,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
„დანიის სახელისუფლებო წრეებისგან ჩვენ გვახსოვს გაუთავებელი კრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ციკლი, როდესაც საუბარი ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვას, სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებას.
გახსოვთ მაშინ, რა განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ახლა ჩვენი თვალით ვიხილეთ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, როგორ დაერივნენ მომიტინგეებს და პოლიციელებმა რაც გააკეთეს. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში ჩვენ უნდა მივუშვათ ყველაფერი ასე, ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანა ქაოსში უნდა გაეხვას“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა.