გიორგი გახარია: პროპორციული საარჩევნო სისტემა – ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო

“პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში, 2024 წლიდან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები