„ყველა ლექსი ნამდვილია, გაიხედ-გამოიხედავ და დაინახავ“…

0

ბორჯომის №6 საჯარო სკოლა დაამთავრ, შემდეგ ორის სახელმწიფო ნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.  მუშაობდა სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციაში.
ამბობს, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა ყველა სფეროში: „3 თაობა გავუშვი პირველ კლასში ვაჟას არწივით, ქართული ანდაზებით, სწრაფსათქმელებით და დაწყებითი მათემატიკური უნარებით დატვირთულიბრიტანულქართულ საბავშვო ბაღ ABC“-დან... ამჟამად ისე მხატვრულ სფეროშივმოღვაწეობ“, თუმცა მიყვარს ჩემი გავლილი ყველა გზა და ყველა საქმე, რაც მიკეთებია“…
ლექსების წერასთან ერთად ძველებური ფარდაგების ქსოვარესტავრირებით და დეკორატიული თეფშების მოხატვითაა გატაცებული.
გამოსცა ერთი პოეტური კრებული – „საით გაფრინდნენ წეროები“.
არ ყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მოკრძალებულად ცხოვრობს თავის შემოქმედებასთან ერთად.

ბორჯომში დაიბადე, სკოლაც იქ დაამთავრე
– ჩემი ბავშვობა იყო პურის გრძელი რიგი, სადღაც შუაში მოჭყლეტილი უსუსტესი მე, თურქული ბოტასები, შოკოლადი „დოპინგი“, მამის ჟიგულის აკუმულატორზე მიერთებული „კორფუჯის“ შავ-თეთრი ტელევიზორი, მოულოდნელად მოსული დენის სიხარული და აბაზანაში ჩაგუბებული წიწვებიანი წყალი…
კიდევ ბევრი რამ იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა, მამა, ჩემი გამზრდელი ტკბილი ბებო და ჩემი დაიკო მახსენდება, სანთლის, ან ლამპის შუქიან საღამოებზე ერთად, ფორტეპიანოსთან თავმოყრილი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრე...
– სტუდენტობა იყო ჩემი დამოუკიდებლობის დასაწყისი და ყველაზე მეტად აღსანიშნიც ესაა. აქვე მივაყოლებ „ვარდების რევოლუციას“ და განათლების სისტემაში ცვლილებებს, რის გამოც 5 წლის ნაცვლად სტუდენტი 4 წელი ვიყავი მხოლოდ.
სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციაში მოგიწია მუშაობა
– პირველი სამსახური იყო „თავისუფალი გაზეთი 2“ და ყველაზე გამორჩეულიც ჩემთვის. იქ მუშაობის თითოეული დღე იყო დიდი სიამოვნება და სახსოვარი, თავის ხელმძღვანელიან-გაზეთის დამტარებლიანად. ყველა სამსახურიდან წამომყვა დიდი გამოცდილება და კარგი ადამიანები.
პირველკლასელებს ასწავლიდიალბათ მაინც დასამახსოვრებელია მათთან გატარებული წლები
– ვასწავლიდი სკოლამდელ დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, იყო სულ სხვა ენერგეტიკა და ბევრი სასაცილო მომენტი, თუმცა, ყველაზე დიდი სიხარული იყო შრომის შედეგი. ყველაზე ცელქი ბავშვიც კი ბოლოს სიყვარულით რომ ყვებოდა: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“…
პირველი ლექსები
– პირველი ლექსი დავწერე 5 წლის ასაკში, უფრო ზუსტად, მოვუყევი ოჯახს, ისინი დაფაცურდნენ და ცალხაზიან რვეულში ჩაიწერეს, ლექსი მაშინდელ ყოფასა და პრობლემებზე იყო. რომ დავინახე, გაუხარდათ, მერე ყველა ახლობელს მივუძღვენი „ოდა“, ზოგს მოტეხილი ხელის, ზოგს მტკივანი კბილის და მსგავსი მიზეზების გამო.
დაინტერესებული იყავი ჟურნალისტიკით და იურისპრუდენციითანუ ეს მხოლოდ გატაცება იყო თუ ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა?
– ეს ყველაფერი იყო ეტაპი, რომელიც დადგა, როცა სამსახურს ვეძებდი. ჯერ ჟურნალისტად და მერე სანოტარო ბიუროში კონსულტანტად ვიმუშავე. ერთფეროვნება, უბრალოდ, არ მქონია. მადლობა უფალს, საინტერესოდ ვცხოვრობდი.
ერთი პოეტური კრებული  -„საით გაფრინდნენ წეროები“ გამოეცი, რა შეიცვალა  ამ კრებულის გამოსვლის მერე?
–  კრებულის გამოცემის დიდი სურვილი არასდროს მქონია. საერთოდ, ეს ჩემი ლექსწერა დიდ რამედ არ მიმაჩნდა და არც ახლა მგონია მასე…
ასე მოხდა. ერთი პოეზიის მოყვარული და ახლა ჩემი მოყვარული ქალბატონის სურვილი იყო და მისივე ხელშეწყობით გამოიცა. წყნარად, უხმაუროდ და მხოლოდ მათთვის, ვინც ზუსტად ვიცი, რომ გადაშლის და ერთ ლექსს მაინც ჩაიკითხავს ხოლმე შიგადაშიგ.
ამბობ, რომ სასწაულები მოხდა შენს ცხოვრებაში
– ბევრი რამ მიკვირს ხოლმე, ბავშვივით. აი თუნდაც ახლა, როგორ შეჭამს მიწა ძველ ფოთლებს და გაზაფხულზე მაინც ახალს და ხასხასას ამოიყრის… თუმცა, ჩემი ცხოვრების ერთადერთი გრანდიოზული სასწაული ჩემი შვილია, ყოველ დღე მიკვირს, რომ მე გავაჩინე.
ერთ მოწყენილ საღამოს, ჩემი გოგონას გუაშში ხუთივე თითი რომ დავისვარე, თეფშზე შევიწმინდე და ცხენების ფორმის ლაქებმა სტიმული მომცა, თეფშების გაფუჭება გამეგრძელებინა, რასაც დღემდე ვაგრძელებ. ანუ მყავს ერთი საოცარი გოგონა, და ის ჩემს მოხდენილ სასწაულებში, ყველაზე დიდი სასწაულია.
სიცოცხლე მიყვარს, მზე მიყვარს, ჩემი მეგობრები და საერთოდ ადამიანები. არ მიყვარს და მრცხვენია საკუთარ თავზე წერა და ლაპარაკი.
ჰობი
– თუ თავისუფალი დრო მაქვს, მაინც წიგნები, მუსიკა და ფილმები მირჩევნია. თუ უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს, სამზარეულოში „ომების“ თუ არა, „მაიმუნობების“ მოწყობა მიყვარს, ტანსაცმლის ჩემებურად გადაკეთება, ჩემს შვილთან „ოცნებობანა“ და ხატვა.
ოჯახი, შვილი
– მე და თათული… და ჩვენ ბევრი სურვილები გვაქვს სამომავლოდ…
შთაგონება
– ლექსები ან ღამე იწერება, ან უცბად, ირიბად მოტეხილი ტოტის, ლამაზი ჩრდილის და რაიმე მოგონების წამოტივტივებით. ყველა ნამდვილია, ისეთი, გაიხედავ, გამოიხედავ და დაინახავ… არაფერია მოგონილი.
ერთი ლექსი

 *  *  *

– რაც ფიქრი მღრღნიდა – დავწერე,
რაც ვერ დავწერე – ვთქვი.
რაც სულში მქონდა – დავთესე,
რაც მოვიწიე – ვფქვი.
რაც ხნულში ჩარჩა მარცვალი,
მიწამ და ჩიტმა კენკა.
დროს დროის მოკვლა ვაცალე,
ან რაღა უნდა მექნა…
სხვა მინდა – სულ სხვას ვიტან და
კარგს ველი – ცუდი მჭირს.
„მიყვარხარ“ – სულს ჩამიდგამდა,
შენ კი, რა გვიან თქვი.
რას შეცვლიდი შენ ირგვლივ?
– აუ, რომ შემეძლოს… ადამიანებს გამოვაცლიდი მთელ აგრესიას, მთელ ნეგატივს, ჩავუტუმბავდი ბევრ ღიმილს, მოთმინებას და იმით ტკბობას, რაც არაა მატერიალური, მაგრამ მთავარია – ურთიერთობები, ერთმანეთის სიყვარული.
ფარდაგების ქსოვარესტავრირება, თეფშების მოხატვა ამ ბოლო დროს საინტერესო ნამუშევრები  შექმენი…
– სამწუხაროდ, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სადაც ხალხია და ხმაურია, ვერასდროს ვძებნი ჩემ ადგილს. ამიტომ მთელი ჩემი მოღვაწეობა და ყველა გამოფენა საკუთარი სახლის კედლებზე, ან მეგობრების სახლებსა და წრეში ტარდება.
სამომავლოდ?
– სამომავლოდ… ნეფერტიტის დახატვა მინდა თეფშზე… თეატრში წასვლას ვაპირებ და „ჯადოსნური მთის“ ბიბლიოთეკიდან გამოტანას მეორედ… სხვანაირად ვერ ვფიქრობ მომავალზე, ის ყოველთვის თავისი გზით დადის. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი