კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ხვნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დილიჩას ტერიტორიაზე, სადაც შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის “ ტექნიკა 70 ჰა მიწის ფართობს ამუშავებს.
საშემოდგომო ხვნის სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა  სამუშაო პროცესში სრულად ჩაერთვება.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია “ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები