ამერიკის ქვეყნების ორგანიზაცია: გენერალური სამდივნოს სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ღრმა მწუხარება ქართველი ხალხისადმი პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
“გენერალური სამდივნოს სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და გულითადი სამძიმარი ქართველი ხალხისადმი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“ამ მწუხარების ჟამს, გამოვთქვამთ გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებთ არა მხოლოდ ქართველ ხალხს არამედ ყველა იმ ადამიანს მსოფლიოს გარშემო, ვისზეც მისმა ღირსეულმა ცხოვრებამ და სულიერმა მოძღვრებამ ღრმა კვალი დატოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.