ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.
პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.