“გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს” – მიტროპოლიტი შიო
“გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ამ სამგლოვიარო დღეებში ჩვენთვის დიდი ნუგეში, სულიერი მხარდაჭერა და შეწევნაა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და დელეგაციების ჩამობრძანება. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სახელით ჩამობრძანებისთვის და ჩვენი ტკივილისა და მწუხარების გაზიარებისთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.