ვატიკანის დელეგაცია პატრიარქის დაკრძალვაზე მივიდა

ვატიკანის დელეგაცია პატრიარქის დაკრძალვაზე მივიდა.

კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვატიკანიდან საქართველოში დაკრძალვისთვის ჩამოსულ კარდინალ კურტ კოხისთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან:

მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;

მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;

მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში;

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;

მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.

“კარდინალი კურტ კოხი საქართველოში 21 მარტს, საღამოს 21:30 საათზე ჩამოვიდა. მას აეროპორტში დახვდნენ პაპის დესპანი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი – ანტე იოზიჩი და მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი – გიორგი ზვიადაძე”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები