ემზარ კვიციანი: ჩემი შვილი დავით ბერძენიშვილს ასე რომ მოქცეოდა, ბერძენიშვილს კი არ დავემუქრებოდი, ჩემს შვილს ავუწევდი ყურს

საშუალებაც მაქვს და სრული საფუძველიც, ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო, მაგრამ არ ვიკადრებ, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი 9 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე საუბრისას “ასავალ-დასავალთან” აცხადებს. “წინა კვირას პროვოკაცია რომ მომიწყვეს, მთელმა საქართველომ ნახა. საშუალებაც მაქვს და სრული საფუძველიც, ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო, მაგრამ არ ვიკადრებ! ისე, რომ იცოდეთ, მარტო სიტყვიერ შეურაცხყოფას კი არ მაყენებდნენ, არამედ იფურთხებოდნენ კიდეც და სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია”, -აცხადებს კვიციანი. რაც შეეხება ინციდენტთან დაკავშირებით დავით ბერძენიშვილის გამოხმაურებას, კვიციანი ამას შემდეგნაირად პასუხობს: “იმ ბავშვს რა უნდა ვუთხრა, მაგრამ ჩემი შვილი დავით ბერძენიშვილს ასე რომ მოქცეოდა, ბერძენიშვილს კი არ დავემუქრებოდი, უხამსობისა და უზრდელობის პასუხად ჩემს შვილს ავუწევდი ყურს”, – აღნიშნავს კვიციანი. ცნობისთვის, ინციდენტს, რა დროსაც კვიციანი ბერძენიშვილის ვაჟს ფიზიკურად გაუსწორდა, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა “ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები