ტრამპი: ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით – გამდიდრებულ ურანს აშშ-ში დავაბრუნებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ითანამშრომლებს ირანთან, რათა აღადგინოს გამდიდრებული ურანი და დააბრუნოს იგი ამერიკაში.

„ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ“, – აღნიშნა ტრამპმა Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში.

მისი თქმით, „ბირთვულ მტვერს“ – ტერმინს, რომელსაც ის ხშირად იყენებს ირანის ურანის აღსაწერად – „ძალიან მალე“ ამოიღებენ.

თავის მხრივ, ირანმა უარყო გამდიდრებული ურანის შეერთებულ შტატებში გადაცემაზე დათანხმება.

„ირანის გამდიდრებული ურანის გადატანა არსად არ მოხდება; ურანის შეერთებულ შტატებში გადატანა ჩვენთვის ვარიანტი არ ყოფილა“, – განუცხადა მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაეიმ სახელმწიფო ტელევიზიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები