ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაგჩიმ, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა კომერციული გემის გავლა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის შეწყვეტის ვადის განმავლობაში სრულად ღიაა.
„ლიბანში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა შეთანხმებული მარშრუტით ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, სრულიად ღიად გამოცხადდა, როგორც ეს უკვე ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციამ გამოაცხადა“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.