თურქეთში, სკოლაზე თავდამსხმელის მამა დააკავეს – დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ქაჰრამანმარაშში, სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის გამოძიება გრძელდება.

თავდამსხმელის მამა, ყოფილი პოლიციელი, უღურ მერსლინი, დააკავეს და შემდგომ დააპატიმრეს, რადგან იარაღი, რომელიც თავდამსხმელმა გამოიყენენა, მას ეკუთვნოდა.

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რომელიც 14 წლის ისა არას მერსლინიმ განახორციელა, ერთი მასწავლებელი და რვა მოსწავლე დაიღუპა. ოცი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.

სახლიდან და ავტომობილიდან ამოღებული მასალები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

მედიის ცნობით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება და ინდივიდუალურ თავდასხმად განიხილება.

გამოძიება ყველა რაიონში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები