ნებრასკაში, მაღაზიიდან ქალმა 3 წლის ბავშვი გაიტაცა და დაჭრა – პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა
აშშ-ის ნებრასკას შტატში, Walmart-ის ერთ-ერთ მაღაზიასთან დანით შეიარაღებულმა ქალმა ბავშვი გაიტაცა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
გამომძიებლების თქმით, მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მოიპარა ეჭვმიტანილმა დანა. პოლიციის ცნობით, შემდეგ ის ბავშვსა და მის ძიძას მიუახლოვდა, დანით დაემუქრა და ბავშვი სავაჭრო კალათიანად გაიტაცა.
პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი არ დაემორჩილა და დაპირისპირების დროს ბავშვი სახისა და სხეულის არეში დაჭრა. არსებული საფრთხის გათვალისწინებით, პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, 31 წლის ეჭვმიტანილ ნოემი გუზმანს ფსიქიკური დაავადება ჰქონდა.
ბიჭს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების გამო, საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე, თავდამსხმელი ქალი 2024 წელს სახლში ცეცხლის გაჩენის მცდელობისა და მამის დანით დაჭრისთვის დააკავეს.