ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა ურანის გამდიდრების შეჩერებას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად ურანის გამდიდრების შეჩერებაზე დათანხმდა.
როდესაც NewsNation-მა შეერთებული შტატების ლიდერს ჰკითხა, დათანხმდა თუ არა ირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას, ტრამპმა უპასუხა „დიახ“ და დასძინა, რომ საერთოდ არ არის გაკვირვებული.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ირანთან, რომლის მიხედვითაც ირანი უსასყიდლოდ გადასცემს აშშ-ს ყველა ბირთვულ მასალას, რომელიც 2025 წლის ივნისში B-2 ბომბდამშენების მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანის ობიექტებზე დარჩა.