ტრამპმა ირანთან ომი „თითქმის დასრულებულად“ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი „თითქმის დასრულებულია“.
როგორც მან აღნიშნა, მისი აზრით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეკონომიკა „სრულად“ აღდგება.
„ვფიქრობ, ეს [ომი] თითქმის დასრულდა. ჩემი აზრით, ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“, – თქვა მან.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანში მომდევნო ორი დღის განმავლობაში „რაღაც შეიძლება მოხდეს“, რადგან აშშ და ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობენ.