ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს ინიციატივებში საქართველოს ჩართულობის საკითხებს.
„განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება. საუბრისას ასევე შევეხეთ ეუთოს ინიციატივებში ჩვენი ჩართულობის საკითხებს.
ხაზი გავუსვით დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას”, – წერს ირაკლი კობახიძე.
https://x.com/pm_kobakhidze/status/2045140747284852978?s=48&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ