თურქეთში, ქაჰრამანმარაშის ერთ-ერთი სკოლის რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი, რომლებიც 15 აპრილს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, დღეს დაკრძალეს.
დაღუპული ბავშვების დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.
ამასთან, სამართალდამცავებმა 162 ადამიანი დააკავეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულები სოციალურ ქსელებში დანაშაულისა და დამნაშავეების ქება-დიდებაში მონაწილეობდნენ, რაც საზოგადოებრივ წესრიგზე უარყოფითად აისახებოდა.
პროკურატურის ცნობით, დამნაშავის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ციფრული მასალებიდან გამოვლინდა დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი 11 აპრილისთვის დაგეგმილი სროლა.
“დამნაშავის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ციფრული მასალები, როგორიცაა მისი პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. ამ ციფრული მასალების შემოწმებისას დამნაშავის კომპიუტერში გამოვლინდა 2026 წლის 4 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაგეგმილი მასშტაბური თავდასხმის შესახებ მიუთითებს. არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ტერორისტული კავშირი არ გამოვლენილა და ვარაუდობენ, რომ ქმედება დამნაშავის მიერ ინდივიდუალურად იქნა განხორციელებული. ასევე, აღიძრა სამართლებრივი დევნა იმ ანგარიშების წინააღმდეგ, რომლებმაც ინციდენტის შესახებ წინასწარი გამოქვეყნების აკრძალვის მიუხედავად, პროვოკაციული პოსტები გამოაქვეყნეს”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.