თურქეთში, სკოლაში თავდასხმის შემდეგ, მასწავლებლებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს

შანლიურფას სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლები გაიფიცნენ და მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს,- ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მასწავლებლები განათლების მინისტრის, იუსუფ თეკინის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სკოლებს დიდი ხანია არ აქვთ სათანადო უსაფრთხოება.

მათი თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ადრეც გამოაქვეყნა მუქარა სოციალურ მედიაში, თუმცა სამართალდამცავებმა ეს მუქარა უგულებელყვეს.

ანკარაში მომიტინგეები ხელისუფლებას საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოებისადმი არასაკმარის ყურადღებაში ადანაშაულებენ და ინციდენტისთვის პასუხისმგებლობას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში თურქეთში სკოლებზე ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 14 აპრილს, შანლიურფას პროვინციაში, ყოფილმა მოსწავლე საგანმანათლებლო დაწესებულებას თოფით დაესხა თავს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. 15 აპრილს, ქალაქ ქაჰრამანმარაშში, მერვეკლასელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მასწავლებელი და რვა ბავშვი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ხუთი იარაღი გამოიყენა, რომელიც, სავარაუდოდ, მის მამას, ყოფილ პოლიციელს ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები