ტრამპი ირანთან ომის საბოლოო დასრულებას „ერთ ან ორ დღეში“ ელის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან და მოელის, რომ ისინი ომის დასრულების საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამავდროულად, პორტალის რამდენიმე წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და აშშ და ირანი სამმხრივ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, ძირითად საკითხებზე უთანხმოება კვლავ რჩება.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება „უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისრაელი ომიდან უფრო ძლიერი გამოვა“.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება „უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისრაელი ომიდან უფრო ძლიერი გამოვა“.

„ირანელებს შეხვედრა სურთ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ. ვფიქრობ, შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას გაიმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მომდევნო ერთ-ორ დღეში მივაღწევთ“, – თქვა მან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები