გია ვოლსკი: ხაზარაძემ მკაფიო პასუხების გაცემას პოლიტიკოსობა არჩია, რათა თქვას, აი, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიანო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებები უსაფუძვლოა.
როგორც ვოლსკი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, ხაზარაძე ისეთ ჩვენებებს იძლევა, რომ აქტუალურობა დიდხანს შეინარჩუნოს.
“ხაზარაძემ ეს ტაქტიკური სვლა იმიტომ გააკეთა, რომ გამოძიებას მასთან სერიოზული პრეტენზიები აქვს. მკაფიო პასუხების გაცემას პოლიტიკოსობა არჩია, რათა თქვას, აი, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიანო. არადა, საქმე ეხება თანხებით მანიპულაციას, ის კი ცდილობს ამას პოლიტიკური დევნა შეარქვას… რაღაც ფურცლებს აფრიალებს და არც ამბობს, ვინ მიუტანა. ერთი სიტყვით, მისი ბრალდებები უსაფუძვლო და არარეალური მგონია. ისეთ ჩვენებებს იძლევა, რომ აქტუალურობა დიდხანს შეინარჩუნოს”, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები