პირი, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა – პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები