იანვარ-აგვისტოში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 302.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი – 2 411.6 მლნ აშშ დოლარი (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ აშშ დოლარი (4.4 პროცენტით ნაკლები) იყო. ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 302.9 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები