რამდენს აქვს საქართველოში ინტერნეტზე წვდომა – საქსტატის სტატისტიკა

2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს შინამეურნეობების 79.3 % ინტერნეტით უზრუნველყოფილია. საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 პროცენტს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აჭარაში და თბილისში დაფიქსირდა. შესაბამისად – 89.8 და 88.4 პროცენტი.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 78.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 58.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში – 69.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 72.2 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 96.2 პროცენტს შეადგენს.
ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (85.6%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (55.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (53.8%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.7%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (29.8%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (19.9%) და სამუშაოს ძიება/სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (17.4%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები