საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 949.7 ათასით განისაზღვრა.
მათი ვიზიტი ქვეყნის ტერიტორიაზე 1.1 მილიონს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ვიზიტორების 36.4 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. 2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 25.0 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 18.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტებისას გაწეულმა საშუალო თვიურმა ხარჯმა 118.0 მილიონ ლარს მიაღწია. ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 12.4 ლარით შემცირდა და 106.1 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები