სატრანსპორტო დერეფნით, რომელიც საქართველოზე და აზერბაიჯანზე გადის, პოლონეთი დაინტერესდა

პოლონეთი სამხრეთ კავკასიაში აზია-ევროპის სატრანსპორტო დერაფნის განვითარებით დაინტერესდა. პოლონეთი მზადაა აზერბაიჯანთან ერთად ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში უფრო აქტიურად ითანამშრომლოს – ამის შესახებ trend-ს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარცინ პშიდაჩმა განუცხადა.
„პოლონეთის და აზერბაიჯანის რკინიგზა მზადაა, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარებაში აქტიური წვლილი შეიტანონ. ეს პროექტი კარგად მიესადაგება ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას. აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანს დიდი პერსპექტივა აქვს, სამხრეთ კავკასიის მეშვეობით აზია და ევროპა ერთმანეთს დააკავშიროს“- განაცხადა პშიდაჩმა.
როგორც პოლონელი მაღალჩინოსანი აცხადებს, ინსტიტუციონალური კონტაქტი ორო ქვეყნის პორტებსა და რკინიგზას შორის უკვე ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ,რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიიდან იწყება, გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანზე და საქართველოს პორტებით ევროპას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები