ირაკლი ლექვინაძე: ქართული ბიზნესი გარკვეულწილად გადაიღალა რეგულაციებით

ქართული ბიზნესი გარკვეულწილად გადაიღალა რეგულაციებით, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წელწადნახევრის განმავლობაში დიდი ინტენსივობით შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების ეკონომიკური ეფექტის ანალიზი.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რეგულაციის, არსებულის თუ დაგეგმილის ეკონომიკური ეფექტი უნდა დავინახოთ, თუ რა სოციალური, კულტურული თუ გარემოს დაცვითი ეფექტია მოსალოდნელი, საჭიროა ე.წ. რია (ანუ რეგულაციების ეკონომიკური ეფექტის ანალიზი). ჩვენ დონორებთანაც ვსაუბრობთ ამაზე და მზადა ვართ, ინიციატორები ვიყოთ ყველა ამ ნაწილში“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები