გია გაბრიჭიძე: ივანიშვილმა 200 მილიონი ჩადო ქართულ რაგბიში და არსად გაუპიარებია

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, ინგა გრიგოლიას მიმართვას.

მისი თქმით, თუ რამის მიტაცებაზეა საუბარი, ჯერ მიტაცებული 17 მილიონი დააბრუნოს, მეანებრეებს რომ მოპარა.

„ინგა გრიგოლია ერთი თხოვნა მაქვს შენთან, თუ შეგიძლია, რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე ამ თემებსაც შეეხოს:

გუშინ ხაზარაძე მიტაცებულ სახელმწიფოზე ლაპარაკობდა – ივანიშვილმა თავისი პირადი დაცვის უფროსი შსს მინისტრად დანიშნა, პირადი ექიმი – ჯანდაცვის მინისტრად, ხოლო პირადი ადვოკატი პროკურირად და ამის გამო მიტაცებული აქვს ოლიგარქს ეს ქვეყანა, აბა სხვა რა ქვია ამასო. ჰოდა, ასეთი შეკითხვები გამიჩნდა: კვირიკაშვილი მთლად ივანიშვილის პირადი ბანკირი იყო და პრემიერად დანიშნა, მის კაბინეტში კი სერგეენკო, ასევე ივანიშვილის პირადი ექიმი – ჯანდაცვის მინისტრის სკამზე იჯდა (თუ საჩხერის საავადმყოფოს უფორსს პირადი ექიმი შეიძლება ეწოდოს, მაშინ ქრთუ ბანკის გენერალური დირექტორი 100% პირადი ბანკირია), ხოლო ვახო გომელაურს მაშინ უფრო მეტი, ვიდრე ახლა – ქვეყნის უშიშროება ებარა. რატომ მაშინ არ ალაპარაკდა მამუკა ქვეყნის მიტაცებაზე? იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყნის პირველი პირი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ჯიბეში ეჯდა და ივანიშვილმა ხელიდან გამოსტაცა მას ქვეყანა? ეს მეორე გამოტაცება იყო ივანიშვილის ბიოგრაფიაში. ჯერ მიშას და მის დიქტატურას გამოსტაცა ქვეყანა ხელიდან და მერე ხაზარაძეს მის ოლიგარქიას. ისე, თუ რამის მიტაცებაზეა ლაპარაკი, ჯერ ის მიტაცებული 17 მილიონი დააბრუნოს, ბანკის კაპიტალის თითქმის 20% რომ შეადგენს და მეანებრეებს რომ მოპარა. ქვეყნის „პრიხვატიზებია“ რომ არ გამოუვიდა, თამასა დასწია და ახლა რეგბის და მისი სიმბოლოს, პრიხვატიზაცია სცადა.დღეს თავის მოძრაობას „ლელო“ დაარქვა. რაგბი ხომ მისი თამაშია, ბოლო-ბოლო კაცს მილიონი აქვს ჩადებული სპორტის ამ სახეობის განვითარებაში… მაგრამ ივანიშვილმა 200 მილიონი რომ ჩადო ქართულ რაგბიში და არსად კი გაუპიარებია – როგორ არის ეგ საქმე? როგორც ერთ კარგ რეკლამაშია – იგრძენით განსხვავება!რა ვიცი, ძალიან მინდა ამ კითხვებზე დასმა, თუმცა სად მე და სად ის.ინგა, იქნებ მოასმენინო ქართველ მაყურებელს პასუხები ამ კითხვებზე და მეც საგაზეთო მასალისთვის გამოვიყენებ“, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები