დავით სუჯაშვილი: ვემსახურებით საქართველოს, ვცოცხლობთ საქართველოსთვის

საქართველოს თადაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი საგარეო დაზვერვის ახალ უფროსს ლევან იზორიას თანამდებობაზე ქვეყნის საკეთილდღეოდ გამარჯვებებს უსურვებს.
სუჯაშვილი დაზვერვის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს თავდაუდებელი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის.
„მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო დაზვერვის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს თავდაუდებელი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის, მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის ჩვენი სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერების და ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებში. მე მჯერა, კიდევ მრავალჯერ იტყვით თქვენს სიტყვას ქვეყნის გაერთიანების, ქვეყნის როლისა და მნიშვნელობის განმტკიცების საქმეში. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი, წარმატებული ქვეყანა! საგარეო დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს, ლევან იზორიას ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას და გამარჯვებებს, ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვფიქრობ, მისი გამოცდილება თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამსახურის განვითარების საქმეში. ვემსახურებით საქართველოს, ვცოცხლობთ საქართველოსთვის!“,- წერს სუჯაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები