საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

დღეს გამოქვეყნდა „Fraser Institute“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველომ ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის შეფასებით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 0.6 პუნქტით, რამაც საქართველოს მე-13 პოზიციიდან მე-12 პოზიციაზე გადანაცვლება გამოიწვია.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება გამოწვეულია:
მთავრობის ზომის კრიტერიუმის 0.08 ქულით გაუმჯობესებით (7,5-დან 7,58-მდე), რაც განპირობებულია სახელმწიფო მოხმარების, ტრანსფერებისა და სუფსიდიების მოცულობის შემცირებით 2016 წელთან შედარებით;
სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლების კრიტერიუმის გაუმჯობესებით 0.03 ქულით (6.31-დან 6.34-მდე), რაც განპირობებულია მიუკერძოებელი სასამართლოს, საკუთრების უფლების დაცვისა და პოლიციის სანდოობის შეფასების გაზრდით;
საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების კრიტერიუმი – გაუმჯობესებულია 0.18 ერთეულით (8.56-დან 8.74-მდე) ამ ნაწილში გაუმჯობესების რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, საჯარო სექტორიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ვაჭრობაში არსებული ბარიერების კრიტერიუმის გაუმჯობესება, კაპიტალის და ადამიანების გადაადგილების კონტროლის კრიტერიუმში გაუმჯობესება.
რეგულირების კრიტერიუმი – გაუმჯობესებულია 0.05 ერთეულით (8.1-დან 8.15-მდე) გაუმჯობესება გამოწვეულია შემდეგ კრიტერიუმებში არსებული გაუმჯობესებით: კერძო სექტორის კრედიტები, საკრედიტო ბაზარზე არსებული რეგულაციები, სამსახურში აყვანასა და განთავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საგადასახადო მოთხოვნების შესრულება და ბიზნეს რეგულაციები”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები