საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოსათვის 15.870 მლრდ ლარს (5.387 მილიარდ დოლარი) გადააჭარბა.
მიმდინარე წლის 31 ივლისისათვის სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 15.819 მლრდ ლარს შეადგენდა (5.361 მლრდ დოლარი). შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო საგარეო ვალი 26 მლნ. დოლარით გაიზარდა.
საქართველოს სახელმწიფო ვალმა მრავალმხრივ კრედიტორებთან მიმართებაში 3 766 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, ხოლო ორმხრივ კრედიტორებთან მიმართებაში – 913 მილნ.ლარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები