სსფ: საქართველოს ეკონომიკა სწორად ვითარდება

საქართველოში მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დეტალურად მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.
შეხვედრის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა მის ფარგლებში გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები