თიბისი კაპიტალი: თბილისში გაყიდული ბინების 8 % უცხოელებზე მოდის

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ბინების გაყიდვები თბილისში 5,4 %-ით გაიზარდა. სამაგიეროდ შემცირდა ე.წ. მეორადი ბინების გაყიდვები. კვლევის თანახმად, ამ ტიპის ბინების გაყიდვები 7,1 %-ით არის შემცირებული. მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 16 296 ბინა გაიყიდა. ყველაზე მეტი ბინა საბურთალოში (3661), დიდ დიღომში ( 2 440) და გლდანში ( 2 046) გაიყიდა.
რაც შეეხება ფასებს, უძრავი ქონების ფასმა ეროვნულ ვალუტაში 2,5 %-ით მოიმატა, ხოლო დოლარში 1,4 %-ით შემცირდა. ახალი ბინების საშუალო ფასი დედაქალაქში 736 დოლარს შეადგენს კვადრატულ მეტრზე, ხოლო მეორადი ბინების – 656 დოლარს.
თიბისი კაპიტალის კვლების თანახმად, თბილისში რეალიზებული ბინების 8% უცხოელებმა შეიძინეს. შარშან ეს მაჩვენებელი 13 %-ს შეადგენდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული 2015 -2018 წლებში თბილისში უძრავი ქონების შეძენისას ყველაზე მეტად რუსეთისა და ირანის მოქალაქეები აქტიურობდნენ, მზარდი ტენდენციით ხასიათდება ისრაელის მოქალაქეთა აქტივობაც.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიც. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გაცემულია 91 მშენებლობის ახალი ნებართვა, 417000 კვ.მ -ის აშენების უფლება. გასულ წელს ამავე პერიოდში სულ 70 ნებართვა გაიცა 267 000 კვ.მ აშენების უფლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები