სადაზღვეო კომპანიების რეიტინგში საქართველოში

სადაზღვევო ინდუსტრიამ 2019 წლის პირველ ნახევარში 345 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, აქედან 58,74 მლნ ლარი კომპანია იმედი L-ზე მოდის, შესაბამისად, ის პირველია.
კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში პორტფელი 20 მლნ-ზე მეტად გაზარდა.
მეორე ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 56,62 მლნ ლარით, 2018 წლის პირველ ნახევარში- 67.05 მლნ ლარი.
მესამე პოზიციაზეა ალდაგი, რომელმაც 51,26 მლნ ლარის პრემია მიიზიდა, 2018 წლის პირველ ნახევარში 42,83 მლნ ლარი.
სადაზღვევო ინდუსტრიის მომგებიანობამ 2019 წლის პირველ ნახევარში 19,6 მლნ ლარს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები