თერჯოლაში არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივის თქმით, ბიჭი ხეზე თოკით ჩამოკიდებული დედამ იპოვა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თვითმკლველობის მიზეზი, შესაძლოა, ინტერნეთთამაში „ლურჯი ვეშაპი“ იყოს.
შსს-ში “კვირას” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები