ნავთობი გაძვირდა – ფასის ცვლილება საქართველოს საწვავის ბაზარზე ჯერ არ ასახულა

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,96%–ით გაიზარდა და ბარელი $63,19 ღირს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასმა ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,07%–ით მოიმატა და ბარელის ფასი $58,47–ს შეადგენს. ბაზრის მონაწილეები ამ ტენდენციას აშშ–ში სტრატეგიული მარაგების კლებას უკავშირებენ.
მსოფლიოში ნავთობის გაძვირება საქართველოს საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა. ბრენდირებულ სადგურებზე პრემიუმის მარკის ბენზინი 2.61-2.69 ლარი ღირს, რეგულარის – 2.51-2.59 ლარის ფარგლებში. დიზელის მინიმალური ფასი კი 2.60 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები