ხატია მოისწრაფიშვილი: მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პრეზიდენტთან

მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოისწრაფიშვილი დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
“რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის”, – წერს ხატია მოისწრაფიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები